„საქართველოს ბანკს“ რისკების მართვის მიმართულებით გენერალური დირექტორის ახალი მოადგილე ჰყავს. გიორგი ჭილაძეს, რომელიც ბანკში ამ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა, დავით ჭყონია შეცვლის.
„გიორგი ჭილაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ბანკის განვითარებაში. ის 2008 წლიდან აძლიერებს ბანკის მენეჯმენტის გუნდს და სწორედ მის დაუღალავ შრომას, მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას, მაღალპროფესიონალიზმს უკავშირდება რისკების მართვის სისტემის გაუმჯობესება. მინდა მთელი ბანკის სახელით მადლობა ვუთხრა მას 14 წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, პროგრესისთვის, არ გაჩერებისთვის და ვუსურვო მას წარმატებები.
რაც შეეხება დავით ჭყონიას, მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო საბანკო საქმიანობასა და რისკების მართვაში. ის სხვადასხვა წლებში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს ისეთ საერთაშორისო კომპანიებში როგორიცაა BlackRock, PIMCO, Goldman Sachs, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD). ის ასევე იყო თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. მინდა მივულოცო მას და ვუსურვო წარმატება ახალ პოზიციაზე“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
კიდევ ერთი პოზიციური ცვლილება, რომელიც ბანკში განხორციელდა ეხება ვახტანგ ბობოხიძეს, ის საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან სტრატეგიული მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლებს ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით.
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება