მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მობილბანკს ყოველთვიურად 1.1 მლნ მომხმარებელი ჰყავს - არჩილ გაჩეჩილაძე

63d6c292311df
BM.GE
29.01.23 22:59
2248
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ 2022 წლის შედეგების შესახებ გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლის განმავლობაში “საქართველოს ბანკის” მობილური აპლიკაციის აქტიური მომხმარებლების რიცხვი 1.1 მილიონამდე გაიზარდა.

ამასთანავე, არჩილ გაჩეჩილაძე ყურადღებას ამახვილებს მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდაზე, რაც უკანასკნელ წლებში გაორმაგდა და 60%-ს მიაღწია.

“ყველაზე დიდი წარმატება არის ციფრულ პლატფორმებსა და მომსახურების ხარისხის კუთხით მიღწეულ პროგრესს მინდა ხაზი გავუსვა. 1.1 მილიონზე მეტი მომხმარებელი გვყავს დღეს უკვე ფიზიკური პირი, რომელიც ყოველთვიურად მოიხმარს ჩვენ მობილურ აპლიკაციას. ეს არის უდიდესი ზრდა და აღიარება ჩვენი მომხმარებლების მხრიდან. ამასთანავე, ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა მომხმარებელთა კმაყოფილება. ჯერ 27%; 30%; 32% და შემდეგ ავიდა და 60%-ს მიაღწია, რაც ნებისმიერი უნივერსალური ბანკისთვის არის უდიდესი მიღწევა. წინ კიდევ არაერთი გაუმჯობესება გვაქვს დაგეგმილი და იმედია მომხმარებლებს ეს მოეწონებათ,”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.