13.ოქტომბერი .2020 12:53

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით აბაშაში სათბურები გაშენდა

views 242
უკან

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბაშის რაიონის სოფელ გაღმა ზანათში სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სათბური აშენდება.

როგორც BM.GE-ის ბანკიდან აცნობეს, პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 30 500 ლარის ინვესტიცია გამოყო. 

„სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში სამი თანამედროვე სტანდარტის სათბური აშენდა. მსგავსი პროექტების განხორციელებაში წვლილის შეტანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობით შევძლებთ როგორც მცირე ბიზნესების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამასთან, ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, აღნიშნული სამი სათბურიდან ერთ სათბურში საშუალოდ 4 000 ძირი მარწყვი გაშენდება, საიდანაც წლის განმავლობაში საშუალოდ 2 400 კგ მარწყვის მოსავალს ელოდებიან. მარწყვის რეალიზაცია ბათუმსა და თბილისში მოხდება. დანარჩენ ორ სათბურში გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე მეწარმე კიტრისა და პომიდვრის მოყვანას გეგმავს. 800 ძირი ბოსტნეულისგან 2 000 კგ კიტრისა და ამდენივე პომიდვრის მოსავალს ელოდებიან. პროდუქტის რეალიზაცია სამტრედიაში, აბაშაში და ზუგდიდში მოხდება. ზამთრის სეზონზე ორ სათბურში მეწარმე 400 კგ სალათის ფურცლის მოყვანას გეგმავს, რომლის რეალიზაციაც ბათუმსა და თბილისში მოხდება.

სათბურების მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარე წლის ნოემბრიდან სათბური სრული დატვირთვით ამუშავდება. პროექტის ფარგლებში 6 ადამიანია დასაქმებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა