"საქართველოს ბანკი" ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა.
როგორც bm.ge-ს ბანკიდან აცნობეს, კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ახდენს, სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის, ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში "საქართველოს ბანკის" თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში. კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული.
„საქართველოს ბანკი" ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად აგრძელებს ახალი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების, კერძოდ უალკოჰოლო ლუდის საწარმოს მშენებლობის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას და დადებით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.
(NS)
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის