საქართველოს ბანკი აგროპროექტების ხელშეწყობას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „ნოვაგი“ სასათბურე მეურნეობას აფართოვებს. პროექტი 500 კვ.მ.-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს აერთიანებს. უახლოეს მომავალში კი, სათბური დამატებით 500 კვ.მ.-ზე მოეწყობა. საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40,000 ლარს უტოლდება. პროექტი სოფლის მეურნეობის სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება.
ყოველთვიურად, „ნოვაგი“ ადგილობრივ ბაზარზე 150-170 კილო ეკოლოგიურად სუფთა მარწყვის რეალიზაციას უზრუნველყოფს.
„პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, გადავწყვიტეთ სრულიად ახალი საქმიანობა წამოგვეწყო და სოფლის მეურნეობაში გვეცადა ბედი. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, თუმცა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძელით საჭირო რესურსის მოზიდვა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების სათბურის მოსაწყობად მივმართეთ. სათბურში ბიოლოგიურად სუფთა მარწყვი მოგვყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ფერმერებთან და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში ვახორციელებთ. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საქმიანობა გაგვეფართოვებინა და სულ მალე, პარტნიორობის ფარგლებში დამატებით 500 კვ.მ.-ზე მარწყვის მეორე სათბურს ავამუშავებთ“, - აცხადებს „ნოვაგის“ დირექტორი, გიორგი ჯოლოგუა.
„აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით „ნოვაგმა“ შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება და ბიზნესის განვითარება. აგრო მიმართულებით მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მომხმარებელს მაქსიმალურად მათ საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობები შევთავაზოთ, რაც გაუმარტივებს წვდომას საჭირო ფინანსურ რესურსზე, ისეთ კრიტიკულად მნიშნელოვან პერიოდებშიც, როგორიც საქმიანობის საწყისი ეტაპია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ბოჩიკაშვილმა.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი