მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ყაზბეგში სასტუმრო „360° HOTEL KAZBEGI “ გაიხსნება

5f0d98a986db8
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.20 15:57
1098
ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წახალისების მიზნით, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ყაზბეგში ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „360° HOTEL KAZBEGI“ გაიხსნება.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, სასტუმრო 37 ნომრიანი იქნება, საიდანაც 2 ნომერი შშმ პირთათვის იქნება ადაპტირებული. (აქედან 5 ნომერი განკუთვნილია მომსახურე პერსონალისთვის) სასტუმროში ასევე იქნება 60 კაცზე გათვლილი რესტორანი და „ლაუნჯ ბარი“ ტერასებით. აღსანიშნავია, რომ ასევე სასტუმროს ყველა ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სასტუმრო მომავალ წელს სტუმრებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით აუზის, სპა ცენტრისა და საკონფერენციო დარბაზის გახსნასაც გეგმავს. სასტუმრო პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს. პროექტის ჯამური მოცულობა 2 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმრო ადგილობრივი ინვესტიციით აშენდა.

„საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წახალისებას აგრძელებს. ბანკის ფინანსური ჩართულობით ყაზბეგს კიდევ ერთი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „360° HOTEL KAZBEGI “ შეემატება. მიგვაჩნია, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესების მხარდაჭერა და მითუმეტეს ტურისტული მიმართულებების ბიზნესისა, რადგან სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სწორედ ტურიზმია. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო ადგილობრივ ინვესტიციას წარმოადგენს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს. გვჯერა, რომ ეს სასტუმრო მალე გადაიქცევა მომხმარებლისათვის საყვარელ ადგილად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.