მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" ხელშეწყობით, ქობულეთში მოცვის კიდევ ერთი პლანტაცია გაშენდა

5f843784ccd2b
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.20 16:23
909
საქართველოს ბანკის და კოოპერატივი „ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატი“-ს თანამშრომლობით ქალაქ ქობულეთის დაბა ოჩხამურში 1.5 ჰა-ზე მოცვის კიდევ ერთი პლანტაცია გაშენდა. ამის შესახებ BM.GE-ის "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 160 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია გამოყო. ფინანსური რესურსი შენობის კეთილმოწყობას, წყლის სისტემის მოწესრიგებასა და მიწის დამუშავებას მოხმარდა. ასევე, ბიზნესის მხარდაჭერისთვის, სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად, ბანკის მხრიდან 20 000 ლარი გამოიყო.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის და „კოოპერატივი ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატი“ -ს პარტნიორობით ქალაქ ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესების წახალისება და სწორედ იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

აღსანიშნავია, რომ კომბინატს 9-10 ტონამდე მოსავალი მოჰყავს. შავი მოცვი რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 ლარია.
NS