საქართველოში ბიზნესის წამოწყება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც იდეა, სურვილი და საჭირო უნარები აქვს. საქმიანობის დაწყებისა და წარმოებისთვის საჭირო კაპიტალის ერთ-ერთი წყარო კი კომერციული ბანკები და მათი საკრედიტო თუ სხვა ფინანსური პროდუქტები შეიძლება იყოს. ხშირად კერძო სექტორის წარმომადგენლებს ბანკი მხოლოდ ფინანსურ პარტნიორად ესახებათ, თუმცა ბიზნესის ნაწილმა იცის, რომ ბანკებს საფინანსოსთან ერთად, ბიზნესპროცესების სწორად და ეფექტიანად სამართავად სხვა - მრავალფეროვანი შეთავაზებებიც აქვთ.
ფინანსური, საბუღალტრო, მარკეტინგული მომსახურებები, პროგრამული უზრუნველყოფა, ბიზნეს ქონსალთინგი - ეს „საქართველოს ბანკის“ მიერ ბიზნესკლიენტებისთვის შეთავაზებული სპეციალური სერვისების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც მათი პარტნიორები აქტიურად იყენებენ.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, დღეს ბიზნესკლიენტების საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ფინანსური ინსტიტუტი სერვისის მიმწოდებელ 70-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. ეს კი კლიენტ კომპანიებს, ბანკის გავლით, ოპერატიულად სასურველი მომსახურების ფასდაკლებით ან უფასოდ მიღების საშუალებას აძლევს.
მაგალითისთვის, აგრომიმართულებისთვის საინტერესო და ხელსაყრელ შეთავაზებას წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარების ასოციაციის (SMEDA) 6-თვიანი უფასო წევრობა. ბიზნესასოციაციის შეღავათების პაკეტი მრავალფეროვანია და SME ბაზისის პაკეტის ფარგლებში ბიზნესს შემდეგი მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვს: ადვოკატირება/ლობირება; ყოველთვიური საინფორმაციო სიახლეები; თვეში 1 კონსულტაცია იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ, დაფინანსების მოძიების, HR-ისა და ბიზნესის განვითარების საკითხებზე; თვეში 1 ვაკანსიის განთავსებას hiro.ge-ზე, ხოლო შემდეგ − 50%-იანი ფასდაკლებას შეუზღუდავი რაოდენობის ვაკანსიის განთავსებაზე; 15%-იანი ფასდაკლება ტრენინგცენტრ Erudio-ს მიერ დაორგანიზებულ ნებისმიერ ტრენინგზე; 20%-იანი ფასდაკლება Altera-ს მეშვეობით ყოველწლიური სავალდებულო ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე; დასწრების შესაძლებლობას SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე; 15%-იან ფასდაკლებას SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ფასიან ტრენინგებსა და ვებინარებზე.
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO კი „საქართველოს ბანკის“ კლიენტებს განსაკუთრებული ფასდაკლებით საბუღალტრო პროგრამა Balance-ის 3 პროდუქტს სთავაზობს: Balance Enterprise-ს, რომელიც საბუღალტრო აღრიცხვას, მარაგების მართვას, ვაჭრობას, წარმოებას, რეპორტინგს მოიცავს; Balance Shop-ს − მარაგების მართვას, ვაჭრობას წარმოებას და ბუღალტერიის გარეშე, შესაბამის რეპორტინგს გულისხმობს; Balance POS-ი კი გაყიდვების დასაფიქსირებლად მოლარის გამარტივებულ „ინტერფეისსია“.
ამ შეთავაზებების მიღება ყველა იმ ბიზნესს შეუძლია, რომელიც „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობს და თავის ბიზნესში ფინანსურ პროცესებს სწორედ მასთან გახსნილი საბანკო ანგარიშით მართავს.
სერვისკომპანიების და შეთავაზებების ვრცელი ჩამონათვალის მიუხედავად, „საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, რომ მათი კლიენტებისთვის არასაფინანსო შეთავაზებებზე მუშაობა გრძელდება და პარტნიორი კომპანიების რიცხვთან ერთად, პერიოდულად, ბანკის ბენეფიციარი კომპანიები ბიზნეს პროცესების სამართავად, კიდევ უფრო მრავალფეროვან და მათთვის მისაღებ სერვისებს მიიღებენ.
„საქართველოს ბანკი" მუდმივად ცდილობს, ბიზნესმომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული სიახლეები შესთავაზოს. გარდა საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისა, რომელსაც ჩვენი ბიზნესმომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით მუდმივად ვავითარებთ, ჩვენ მათ უამრავ არასაბანკო შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიზნესკურსი - შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარების მიზნით შევქმენით. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, გვეძლევა შესაძლებლობა მეტად დავუჭიროთ მხარი ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს.
დარწმუნებული ვართ, ის არასაბანკო შეთავაზებები, რომელიც მათ მოვუმზადეთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესების განვითარებას და მათ დაეხმარება წარმატების მიღწევაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ მასურაშვილი.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება