მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკმა" მომხმარებლისათვის "ჩატის" ფუნქცია დანერგა

5ece4dd6280f0
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.20 15:32
1300
"საქართველოს ბანკმა" მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფუნქცია დანერგა. 

როგორც „საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, ამიერიდან მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე მომხმარებელს 24/7 რეჟიმში შეუძლია მიიღოს პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე ან ისარგებლოს ონლაინ კონსულტაციით. თუკი რომელიმე საბანკო ოპერაციის შესრულების პროცესში მომხმარებელს დახმარება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება/დაზუსტება დაჭირდება, ან, უბრალოდ, შეკითხვა გაუჩნდება, მას შეუძლია ჩატით მარტივად ისარგებლოს.

ჩატს ბევრი საინტერესო ფუნქცია აქვს − მისი გამოყენებით არა მხოლოდ სასურველ საბანკო სერვისებზე კონსულტაციის გავლაა შესაძლებელი, არამედ ჩატის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს გაგზავნოს ან გადმოწეროს საჭირო ფაილები, გააზიაროს ბმულები, მიადევნოს თვალი საუბრის ისტორიას და სხვ.

„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ციფრული არხების განვითარებას. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ჩატის ფუნქცია შესთავაზა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით ტრანზაქციების განხორციელებას, საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მიღებას. ჩატის გამოყენება პროცესს კიდევ უფრო სწრაფს, მარტივს და კომფორტულს ხდის“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.