საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ საქმიანობას აფართოვებს. კონკრეტულად, თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ შეიძინა და განახორციელა სათბურის რეკონსტრუქცია.
პროექტის ჯამური ღირებულება 2,2 მლნ ლარს უტოლდება ხოლო ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 0,9 მლნ ლარს შეადგენს.
8,000 კვ/მ-ზე გაშენებული სათბური 137 ტონა პომიდვრისა და 110 ტონა კიტრის მოსავალს უზრუნველყოფს, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება.
"აგროჰაბის" ძირითადი კონცეფციაა 100% ნატურალური ქართული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტები, რომელთა ხარისხიც წარმოების ყველა ეტაპზე, დახლზე მოხვედრამდე მრავალ საფეხურიან შემოწმებას გადის. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვავითაროთ საქმიანობა და მომხმარებელს ნატურალური, ჯანსაღი პროდუქცია შევთავაზოთ“, - აცხადებს „აგროჰაბის“ გენერალური დირექტორი, ლაშა გოცირიძე.
„აგროჰაბს“ უკვე კარგად იცნობს მომხმარებელი მისი მაღალხარისხიანი და ნატურალური პროდუქტებით. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კომპანიის მეტად განვითარებაში. ახალი სასათბურე მეურნეობა ხელს შეუწყობს კომპანიას უწყვეტ რეჟიმში შესთავაზოს მომხმარებელს ადგილობრივი, ნატურალური და მაღალი ხარისხის პროდუქცია. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო საქმიანობაში“, - აცხადებს "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სანდრო ძაგნიძე.
ინფორმაციისთვის, „აგროჰაბი“ საქართველოში ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტია. კომპანია თავად არის სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელი - დანერგილი აქვს სერთიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, საქონლის, ღორისა და ფრინველის ფერმები, ხორც-პროდუქტების, პურფუნთუშეულის, საკონდიტრო, ნახევარფაბრიკატების და საკონსერვო საამქროები და ღვინის მარანი. თითოეული პროდუქტის ხარისხი სხვდასხვა სახის ლაბორატორიაში მოწმდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე