საქართველოს ბანკთან პარტნიორობით არტ გალერეა “Old Time” განვითარებას განაგრძობს. ბანკის მიერ გამოყოფილი 278,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, გალერეა მომხმარებელს ახალი სივრციდან მოემსახურება.
ბაზალეთის ქუჩაზე არსებული “Old Time”-ის გალერეა ისეთი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს, როგორიცაა: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, რუსუდან ფეტვიაშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ვანო აბულაძე, ირმა კუსიანი და სხვ. სულ მალე კი, გალერეა მომხმარებლებს მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ახალი სივრციდან, ახალი სახელით „NOBLESSE“ მოემსახურება. 130 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ გალერეაში თანამედროვე მხატვრებისა და ასევე, საკოლექციო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. „ჩვენი საქმიანობის ისტორია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან წყება. თავდაპირველად, მომხმარებელს ანტიკვარების მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობდით, თუმცა დროსთან ერთად გალერეა გავაფართოვეთ და თანამედროვე მხატვრებთან ექსკლუზიური თანამშრომლობების საფუძველზე, გალერეაში უამრავ ნამუშევარსაც მოვუყარეთ თავი.
გარდა ამისა, გალერეაში ძველი, საკოლექციო ნახატებიცაა წარმოდგენილი. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, მეტად განვავითაროთ საქმიანობა და მომხმარებელს ბაზალეთის და ახლა უკვე მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე გალერიიდან მოვემსახუროთ“, - აცხადებს არტ გალერეა “Old Time”-ის ხელმძღვანელი, ნინი ლაბაძე.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ არტ გალერეა “Old Time”-ის მორიგ პროექტს. გალერეა უკვე წლებია, მომხმარებელს არაერთი ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევარს სთავაზობს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. გვჯერა, ახალი სივრცე მრავალი ახალი და საინტერესო პროექტის საწინდარი გახდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ხელოვნების, როგორც ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე