05.დეკემბერი .2019 23:00

"საქართველოს ბევრი ინიციატივა აქვს ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით"

views 259
უკან

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენელი ალესანდრა პრიანტე ბათუმში გამართულ ღონისძიებას მაღალ შეფასებას აძლევს. 

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოში საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციასთან ერთად ვიმყოფებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ როდესაც ხორვატიაში პირველად საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა, ძალიან ბევრი იყო დაინტერესებული ეს ღონისძიება მათ ქვეყნებში გამართულიყო, მაგრამ საქართველომ
საკმაოდ მყისიერად იმოქმედა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ეს ღონისძიება საქართველოში უნდა გამართულიყო, ეს მისი
ინიციატივა იყო. მან საკმაოდ შთამბეჭდავი პრეზენტაცია ჩაატარა. საქართველოს ბევრი ინიციატივა აქვს ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით.

საქართველოში ამ მასტერკლასის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულთათვის. როგორც იცით, საქმიანი ტურიზმის ინდუსტრია უმნიშვნელოვანესია ტურისტული
მიმართულების განვითარების და ტურიზმის პოლიტიკის განსაზღვრისათვის. საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია უმსხვილესი ორგანიზაციაა შეხვედრების ინდუსტრიაში და
დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს და ასევე საინტერესო თანამშრომლობა ჩამოყალიბდება.“- განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის
ორგანიზაციის წარმომადგენელმა ალესანდრა პრიანტემ ბათუმში გამართულ საერთაშორისო სემინარზე.

საქმიანი ტურიზმის ისტორიაში, პირველად საქართველოში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება „მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ გაიმართა.

ღონისძიებას როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის 120-ზე წარმომადგენელი დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა