მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ეკონომიკამ არაერთხელ აჩვენა, რომ მას შეუძლია გადაწყობა–ადაპტაცია"

622e31a41a829
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.22 22:00
1041
რუსეთ–უკრაინის ომს გავლენა ნამდვილად ექნება, თუმცა საქართველოს ეკონომიკამ არაერთხელ აჩვენა, რომ მას შეუძლია გადაწყობა–ადაპტაცია – ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ გადაცემა Forbes კვირაში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ცალსახაა, რომ დანაკლისი იქნება, რადგან უკრაინა და რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან. თუმცა, მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია რუსეთის წილი ჩვენს ეკონომიკაში მცირდებოდა.

“2021 წლის მაჩვენებლებს რომ ჩავხედოთ, რუსეთი და უკრაინა ჩვენი მშპ–ს 9.6%–ს შეადგენდა. ტურიზმში რუსეთი ერთ–ერთ წამყვანი იყო საქართველოში და ფაქტია, რომ ეს მოვლენები გარკვეულ სექტორებს უფრო დაარტყამს, თუმცა, საქართველოს ეკონომიკამ არაერთხელ ანახა, რომ მას შეუძლია გადაწყობა და ადაპტაცია უკვე მიმდინარეობს საუბრები, რომ გამოინახოს გზები გადაწყობისთვის”,– აცხადებს შარიქაძე.

მისივე თქმით, ამ მოვლენების გათვალისწინებით, Galt&Taggart მიმდინარე წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება საქართველოში, ცუდ სცენარში კი –1%–იც შეიძლება დაფიქსირდეს.

თუმცა, შარიქაძე აღნიშნავს, რომ პრობლემა შეექმნებათ სხვა ქვეყნებსაც, რამდენადაც რუსეთი და უკრაინა არიან მსოფლიო მაშტაბით ხორბლის უმსხვილესი მიმწოდებლები. მოლოდინია, რომ პროდუქტის მიწოდება ძველებურად ვერ განხორციელდება, ამიტომ ქვეყნებს დივერსიფიკაცია მოუწევთ, თუმცა ისიც ცალსახაა, რომ ხორბალზე მათ გაზრდილი ფასის გადახდა მოუწევთ.