საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მსოფლიო ბანკმა ერთობლივ ღონისძიებაზე მსოფლიო ბანკის 2022 წლის „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების” ანგარიში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინეს.
სებ-ის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ ღონისძიების მონაწილეებთან ერთად გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და რეგიონში არსებულ ეკონომიკურ სირთულეებზე დეტალურად ისაუბრა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ მაღალი ინფლაციის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას. დღეს ჩვენ ორი კრიზისის წინაშე ვდგავართ - პანდემია და ომი. პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ინფლაცია გახდა აშკარა საფრთხე მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის. საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არაერთ გამოწვევასთან ერთდროულად გამკლავება უწევს, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ესმოდეთ, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ადეკვატური ღონისძიებები გაატარა იმ გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას.
სებ-ი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ტვირთი საზოგადოებას შევუმსუბუქოთ. ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და დროული ნაბიჯები რომ არა, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, დღეს გაცილებით უფრო ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ღონისძიებაზე კომენტარი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმაც გააკეთა. მისი განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკა რთული გამოწვევების წინაშეა და მათი პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4.1%-დან დაახლოებით 2.9%-მდე შემცირდება.
“აღნიშნული ვარდნა ძირითადად განპირობებულია მაღალი ინფლაციით, რომელსაც თან ერთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა, გლობალური მიწოდების ჯაჭვის ხარვეზები და რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს ამძაფრებს მიმდინარე ომი უკრაინაში და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაინც გვაქვს პოზიტიური სიახლეები. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა აჩვენა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 5.5%-ს მიაღწევს, რაც საწყისი პროგნოზის 2.5%-ის გაუმჯობესებული მაჩვენებელია," - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი