მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა კერძო სექტორისთვის საიმედო და სანდოა“ - დავითაშვილი

619c969c23842
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.21 12:38
585
"საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა კერძო სექტორისთვის საიმედო და სანდოა“ - ეს განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „იმედის“ ეთერში ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის დადებითი დინამიკის განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრისას გააკეთა.

მისი შეფასებით, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მთავრობის თანმიმდევრული ნაბიჯების და სახელმწიფოს პოლიტიკის მიმართ ნდობა არსებობის ბრალია.

"არსებული ნდობა სტაბილურ სავალუტო კურსსა და ეკონომიკის ზრდაზე აისახა. წლის განმავლობაში ველოდებით, რომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ, რომელის უპრეცედენტოდ მაღალია და საქართველო ამ მხრივ რეგიონში ლიდერია.

ეს ყველაფერი იმ ერთიანი ხედვის ნაწილია, რომელიც ჩვენ გვაქვს, კერძოდ, მეტად შევუწყოთ ბიზნესს ხელი, მეტად ავითვისოთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების კუთხით გააჩნია. ამაზე ბევრი მუშაობა იყო წინა წლებში, თანმიმდევრული ნაბიჯებით, რომელსაც ქვეყანა მიმდინარე წლის განმავლობაში დგამს, მათ შორის პანდემიის პირობებშიც იძლევა საშულებას, ის შედეგები გვქონდეს, რომელიც ოპტიმისტურია.

ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი გაზრდილი ექსპორტია. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების წახალისებაა, რათა უფრო დიდ ეკონომიკებსა და ბაზრებზე გვქონდეს წვდომა. გვესმის ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოს მცირე შიდა ბაზარია, მაგრამ ექსპორტზე ორიენტაცია მნიშვნელოვანია, ექსპორტი და სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც იმას აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა კერძო სექტორისთვის საიმედო და სანდოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მომავალში გაგრძელდეს. ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვექნება და გვაქვს ბიზნესასოციაციებთან, ორგანიზაციებთან, იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს სანდოობის აღქმა მომავალში კიდევ უფრო მეტი შედეგების მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის: ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროპის რეგიონისთვის მაკროეკონომიკური პროგნოზი განაახლა. EBRD 2021 წელს საქართველოსთვის 7.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც ორგანიზაციის წინა შეფასებასთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით მეტია. გაცილებით უფრო მაღალი ზრდის პროგნოზი აქვს საქართველოს მთავრობას, რომელიც მიმდინარე წელს ქვეყანაში 10%-იან ზრდას მოელის. 2021 წლის 9 თვის ფაქტიური მდგომარეობით კი ეკონომიკური ზრდა 11.3%-ია.