მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ფოსტა" შემნახველი კარადების დამონტაჟებას გეგმავს

5e653955afed7
ანნა ლაპიაშვილი
08.03.20 22:10
1679
"საქართველოს ფოსტა" საოპერაციო ხარჯების შესამცირებლად და მომსახურების 24 საათიან რეჟიმში გაწევისათვის სამომავლო პროექტებზე მუშაობისას აქცენტს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე აკეთებს.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე BMG-სთან ამბობს, რომ გადატვირტული სერვისცენტრების პრობლემების გადასაჭრელად შემნახველი კარადების (Locker) დამონტაჟებას გეგმავენ, რისთვისაც მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან მიმდიანრეობს.

"რამდენიმე კომპანიიდან ვარჩევთ შემოთავაზებას, თუ რომელი კომპანიიდან იქნება უფრო მორგებული ჩვენს მომსახურებაზე. ეს საშუალებას მისცემს მოხმარებელს 24 საათის განმავლობაში ჰქონდეს წვდომა შემნახველ კარადებთან, საიდანაც როგორც ნივთის გაგზავნას, ისე მიღებას შეძლებენ. დასაწყისში ვუზრუნველყოფთ რომ ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქტის გაცემისთვის გამოიყენებოდეს ეს სივრცეები და მოგვიანებით იქნება იმის ფუნციონალიც, რომ სურვილის შემთხვევაში გააგზავნოს კიდეც მომხმარებელმა ნივთი,“ – BMG-სთან ინტერვიუშუ ამბობს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

რომელ კომპანიებთან მიმდინარეობს ამ თემაზე მოლაპარაკება საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ჯერ ვერ ამხელს, თუმცა აღნიშნავს რომ ეს გადაწყვეტა გადატვირთული სერვის ცენტრების განვტვირთვას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს და მომხმარებლებისთვისაც კომფორტული მომსახურება იქნება.

ინტერვიუ ლევან ჩიკვაიძესთან