მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ფოსტა" უკრაინაში ჰუმანიტარულ ამანათებს უფასოდ გზავნის

6225d606e95ef
ინგა მურუსიძე
07.03.22 14:12
701
„საქართველოს ფოსტა“ აგრძელებს მიმდინარე კამპანიას და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ გზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების გზავნილებს უკრაინის მიმართულებით.

როგორ bm.ge-ს ფოსტიდან აცნობეს, ჰუმანიტარული ამანათის გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვის-ცენტრს საქართველოს მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ეტაპზე, ფიზიკური პირებისგან მიღებული და გაგზავნილია 600-მდე გზავნილი, რომლის მოცულობაც შეადგენს 4 ტონას.

ასევე, ქართული კომპანიების სურვილითა და აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით, შეგროვდა 40 ტონა სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის, სასმელი და საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები.

ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შეგროვდა უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთი, რომლის პირველი ნაწილი გაიგზავნა.

(NS)