მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ფოსტის" ატრიბუტიკა ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს საქმიანობას გამოხატავს" - ჩიკვაიძე

628f57034dbcb
BM.GE
26.05.22 15:32
651
„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ლევან ჩიკვაიძემ დღეს რუსთაველის გამზირზე მოწყობილ „საქართველოს ფოსტის“ პავილიონში დამთვალიერებლებს პირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! „საქართველოს ფოსტა“ დღეს წარმოდგენილია საფოსტო ატრიბუტიკით, რომელიც დაკავშირებულია როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, ასევე ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს საქმიანობასთან. დღეს წარმოდგენილი გვაქვს საფოსტო დარგის განვითარების პროცესი - დაწყებული 1804 წლიდან 2022 წლამდე. ასევე წარმოდგენილი გვაქვს ევროპის მარკაც, რომლის კონკურსიც ყოველწლიურად ტარდება და წელსაც საქართველოს ორი მარკა აქვს წარდგენილი „პოსტ ევროპის“ კონკურსზე“, - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

ამის გარდა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საქართველოს ფოსტის“ სივრცეში ვიზიტორებს მარო მაყაშვილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა და ვიდეოსტენდი დახვდებათ, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, QR კოდის საშუალებით გაეცნონ ინფორმაციას. „საქართველოს ფოსტა“ დღეს პატარა ვიზიტორებს საბავშვო აქტივობებსაც სთავაზობს - საფოსტო ოფისის სტენდი, ბარათების შევსება, გასაფერადებელი სტენდი, ასევე მოძრავი საფოსტო ყუთი, საიდანაც მსურველებს წერილის გაგზავნის საშუალება აქვთ.

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში. მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში,“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, „საქრუსენერგოს,“ ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სივრცეები და პავილიონები.
(R)