03.მაისი .2020 09:50

"საქართველოს გაუმართლა, დარტყმა შედარებით გვიან მივიღეთ და გადალაგება მოვასწარით"

views 1790
უკან

საქართველოს გაუმართლა იმ კუთხით, რომ დარტყმა შედარებით გვიან მივიღეთ და გადალაგება მოვასწარით, - ამის შესახებ განცხადება „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ გააკეთა.

მან პანდემიის პერიოდში „საქართველოს ბანკის“ საქმიანობაზე Forbes talks ფორმატში ფორბსის მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

„საქართველოს გაუმართლა იმ კუთხით, რომ დარტყმა არც ისე ადრე მივიღეთ. შედარებით გვიან მივიღეთ და შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ინვესტორებთან კონტაქტიდან, ასევე ამ გარემოებიდან გამომდინარე ცოტა ადრე გავიღვიძეთ და დავიწყეთ მომზადება. გადალაგება მოესწრო. ცოტა სტრესულ გარემოში მოგვიწია ეს პროცესი, მაგრამ ადრე დავიწყეთ.

ერთ-ერთი პირველი ინფიცირებული ჩვენი თანამშრომელი იყო. იტალიიდან ჩამოსვლისას აღმოაჩნდა ვირუსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამრომელი იყო, არც ერთ სხვა თანამშრომელს ვირუსი არ გადაედო და შესაბამისად, ამის მერე ზომები უკვე გამკაცრდა, რის შედეგადაც ჩვენთან მეტი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენთან 7500 თანამშრომელი მუშაობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე დაფიქსირდება, ყველა ზომა არის მიღებული იმისთვის, რომ სხვა თანამშრომელს არ გადაედება, ისევე როგორც მომხმარებელსა და ოპერატორს შორის არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება „საქართველოს ბანკში“ უსაფრთხოების მიზნით მიღებულ ზომებს, გაჩეჩილაძე ამბობს: 

„ძალიან ბევრი ზომა გვაქვს მიღებული, დაწყებული შუშების დამატებით ოპერატორებთან. როგორც კი დაავადების საშიშროება დავინახეთ, პირველი, რაც ვთქვით იყო ორი ფაქტორი - თანამშრომლების და მომხმარებლების უსაფრთხოება. ამ ორ ფაქტორს მოსდევს საოპერაციო უწყვეტობა. ყველა საუბრობს აფთიაქებზე და მაღაზიებზე, არავინ ახსენებს ბანკებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თანამშრომლების უსაფრხთოება, რომლებიც ემსახურებიან მომხმარებლებს და შეხება აქვთ ქეშთან. ისინი არიან ისეთივე დასაფასებლები, როგორც აფთიაქის თანამშრომლები“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა