მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ITB Berlin-ში მონაწილეობა ტურიზმის სექტორის წასახალისებლად შედეგიანი იქნება" - მინისტრი

6283706021cdc
მარიამ იზორია
17.05.22 20:49
874
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ITB Berlin-ის გამოფენასთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. აღსანიშნავია, ხელმოწერის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ITB Berlin-ის ორგანიზებით, ქართული და გერმანული ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან B2B ფორმატის შეხვედრები გაიმართა.

როგორც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მემორანდუმის შემდგომ განაცხადა, ხელმოწერით საქართველომ ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში მასპინძელი ქვეყნის რანგში მონაწილეობა ოფიციალურად დაადასტურა.

„ჩვენ განაცხადი ჯერ კიდევ პანდემიამდე გავაკეთეთ და კონკურსის შედეგად დავამარცხეთ ბევრი ისეთი ქვეყანა, რომლებსაც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. საქართველო იქნება მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენის მასპინძელი 2023 წელს, როდესაც პანდემიის შემდეგ ბერლინში გამოფენა პირველად ჩატარდება რეალურ ფორმატში. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს მონაწილეობა უფრო მეტად შედეგიანი იქნება საქართველოს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო წასახალისებლად და პოპულარიზაციისთვის,“ - დავითაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. კოვიდ პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113,500 ბიზნეს ვიზიტორი სტუმრობდა.