07.აპრილი .2020 18:52

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კობა გვენეტაძეს მიმართავს

views 2905
უკან

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) მენეჯმენტმა 20 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს წერილი გაუგზავნა. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი”, რომელიც თავის მხრივ “ევექსის” ჰოსპიტლებს, “ჯი-პი-სი”-სა და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელს და სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ს აერთიანებს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან ითხოვს ნებართვას, რათა მიეცეს უფლება მიიღოს სასესხო დაფინანსება “საქართველოს ბანკისგან”.

GHG-ის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ეროვნული ბანკი “საქართველოს ბანკს” დაკავშირებული პირის სტატუსს მოუხსნის, მათთვის ხელმისაწვდომი გახდება ის საჭირო დაფინანსება, რაც ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალი კომპანიებისთვის არის აუცილებელი, რათა COVID-19-ის ეპიდემიის მიერ წარმოშობილი ხარჯების დაფინანსება მოხდეს.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” განმარტავს, რომ “ბიჯეო ჯგუფის” გაყოფიდან უკვე ორი წელი გადის და შესაბამისად, “საქართველოს ბანკისა” და GHG-ის “ურთიერთდაკავშირებულ პირებად კვალიფიცირების არავითარი საფუძველი სახეზე არ არის.”

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წერილი ეროვნულ ბანკს 



BMG-იმ ამ წერილის შესახებ კითხვით საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა; მათ პასუხს მკითხველს მიღებისთანავე გავაცნობთ.

განახლება 20:11 წუთზე:

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა BMG-ის კითხვას წერილობითი განმარტებით უპასუხა:

"ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზდენტი ჯერ კიდევ წინა კვირას ტელეფონით ესაუბრა წერილის ავტორს - კომპანიის დირექტორის მოადგილეს - და აცნობა სებ-ის პოზიციის შესახებ. წერილობითი პასუხი კი გუშინ გაიგზავნა. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები არის კონფიდენციალური და საჯაროდ არ განიხილება,"- განმარტავს ეროვნული ბანკი.