მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს კიდევ ნორმალური მაჩვენებელი აქვს" - სანდრო ჭუმბურიძე FDI-ზე

5f5763a1a13c0
ინგა მურუსიძე
08.09.20 20:34
1095
საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოს ხელმძღვანელი, სანდრო ჭუმბურიძე ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, საქართველოს უცხოური ინვესტიციების კუთხით კიდევ ნორმალური მაჩვენებელი აქვს.

ჭუმბურიძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შესახებ დღეს „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ზოგადად, უცხოური ინვესტიციების ზრდაზე მუდმივი დებატები იმართება, თუმცა შედეგი საშუალოზე დაბალია.

„6 თვის მონაცემებს რაც შეეხება, ამ მძიმე ვითარებაში, რაც მსოფლიოშია, კიდევ ნორმალური მაჩვენებელი გვაქვს. თუმცა ის მაჩვენებლები, რაც გვაქვს, არ არის მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი დღევანდელი დღისთვის. ბოლო ორი წელიწადია ვსაუბრობთ ტენდენციაზე, თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. მუდმივი დებატებია და სამწუხაროდ, შედეგი არის საშუალოზე დაბალი.

ეს შედეგი, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას სჭირდება, ნამდვილად არ არის საკმარისი. ის პაკეტი, რომელიც ჩვენს მთავრობას შევთავაზეთ მარტ-აპრილში, რაც იყო პირდაპირი ინვესტიციების წახალისების და უცხოური ინვესტორების მოზიდვა კრიზისულ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

მან იმ შეთავაზებაზე ისაუბრა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოს მთავრობისთვის აქვს.

„ჩვენ შევთავაზეთ ე.წ. პრემიერის პაკეტი და ახლაც ვთავაზობთ მთავრობას, რომ ინვესტორთა საბჭოში განვიხილოთ ის შეთავაზებული პაკეტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. თუ ჩვენ გვინდა ინვესტიციების მოზიდვა, ეს ცალმხრივი არ უნდა იყოს, მარტო სამთავრობო ჩართულობა არ კმარა, აქ უნდა იყოს ჩართულობა ბიზნეს ასოციაციების და თან ინვესტორთა საბჭოს ფორმატი ამის საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.