მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე მთავრობის მხრიდან მითითება ჯერ არ არის"

5e6fbef54b889
თათია ჩაფიჩაძე
16.03.20 22:30
983
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე მთავრობის მხრიდან მითითება არ არსებობს.

ამასთან, კარანაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ავიაციის სააგენტო ფრენების განსახორციელებლად მზად არის.

„სანამ იტალიიდან მოხდებოდა საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა, მანამდე ჩინეთიდან რამდენიმე ჯგუფად მოხერხდა იგივე. უნდა ითქვას, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ ორივე რეისი ძალიან მაღალ დონეზე იყო შესრულებული, აქ საუბარი იყო მგზავრობისას რისკებზე, გავიარეთ კონსულტაციები, ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი და გამორიცხული იყო რომ ვინმეს რამე პრობლემა შექმნოდა.
ყველა სტრუქტურა მობილიზებულია, ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, დღეის მდგომარეობით ჩვენ ჯერ არ გაქვს მითითება მიღებული რომ ახალი რეისისთვის უნდა დავიწყოთ მზადება, მაგრამ თუ იქნება საჭიროება, დაგეგმარების პრობლემა არ უნდა იყოს.“ - განაცხადა კარანაძემ.

„საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას კარანაძემ ფრენების შემცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თბილისის აეროპორტიდან კვირაში საშუალოდ 95 ფრენა სრულდება.

„ძირითადად გაუქმებები დადეკლარილებული გვაქვს 18 მარტიდან. რაც შეეხება ამ ეტაპზე არსებულ სტატისტიკას, მას შემდეგ რაც ზამთრის სანავიგაციო სეზონი დავამტკიცეთ, იყო მოლოდინი რომ თბილისში კვირაში საშუალოდ 340 რეგულარული ფრენა გვექნებოდა. ამ კვირის სეგმენტი შემცირებულია 95-98 ფრენამდე. ძალიან სერიოზული დარტყმაა, ამ კვირის შემდეგ ვნახავთ რა დარჩება ქუთაისში, რეალურად იქ ერთი მიმართულებაა დარჩენილი. იდენტური სიტუაციაა ბათუმშიც, სადაც მინსკის მიმართულება დაგვრჩება.“ - განაცხადა ლევან კარანაძემ.