12.თებერვალი .2020 23:34

"საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების გამოყენება ოპოზიციის გასაჩუმებლად" - ევროპარლამენტარები

views 215
უკან

საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების გამოყენება დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის გასაჩუმებლად. ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი Renew Europe ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Renew Europe გმობს გიგი უგულავას დაპატიმრებას ძველი ბრალდებებით, რისთვისაც მან უკვე მოიხადა სასჯელი.

„ეს ძლიან სამწუხარო ნიშანია იმისა, რომ საქართველო უკან იხევს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით, რადგან სასამართლო არ შეიძლება იქნეს გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად. ეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც მთავრობამ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა უნდა უზრუნველყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა