კახეთში სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა.
“საქართველოს ოქროს ხელი” - ასე ჰქვია მეურნეობას, რომელიც 1 080 კვადრატულ მეტრზე, 5 სამაცივრე ბოქსს აერთიანებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მეურნეობას 250 ტონა პროდუქტის შენახვის შესაძლებლობა აქვს.
“საქართველოს ოქროს ხელის” მენეჯერმა გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნა, რომ აქამდე სოფელში ხილის რეალიზაცია ჭირდა, რადგან ფერმერებს პროდუქტი მალევე უფუჭდებოდათ, სამაცივრე მეურნეობამ კი მათ საშუალება მისცა სარეალიზაციოდ მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ.
“სამაცივრე მეურნეობა უკვე ამოქმედდა. დავიწყეთ პირველი პროდუქტის - ატმის ჩაბარება და რეალიზაცია. შემდგომში უკვე სეზონის მიხედვით, სხვადასხვა ხილს ჩავიბარებთ. იგეგმება კენკროვანი კულტურების მიღება და რეალიზაციაც. რეგიონში სამაცივრე მეურნეობა ფერმერებისთვის დიდი ხელშეწყობაა. იქიდან გამომდინარე, რომ ხილი მალე ფუჭდება, ის რეალიზაციის შანსებს კარგავს, სამაცივრე მეურნეობის ხარჯზე კი,ხილი არ ზიანდება”, - აღნიშნავს ანდრო ჯოხაძე.
აღსანიშნავია, რომ “საქართველოს ოქროს ხელისთვის” $74 000 მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. ანდრო ჯოხაძის განმარტებით, პროექტი USAID-ისა და "თიბისი სტარტაპერის" პროგრამის დახმარებით განხორციელდა.
“სამაცივრე მეურნეობა იდეალურად არის მოწყობილი. სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს კი “თიბისი სტარტაპერის” პროგრამის დახმარებით შევძელით”, - ამბობს ის.
“საქართველოს ოქროს ხელის” მენეჯერი პროდუქტის გასაღების ბაზრებზეც საუბრობს.
"დიდი პერსპექტივაა ევროპის ბაზრებზე, თუმცა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ლიდერობენ. მომავალი წლიდან ვაპირებთ სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზატორები მოვიძიოთ და ექსპორტი საკუთარი ძალებით განვახორციელოთ”, - აღნიშნა ანდრო ჯოხაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი