09.სექტემბერი .2019 13:41

"საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად "მოსკოვის კაცს" დაუჭირა მხარი’’ - Deutsche Welle

views 1294
უკან

საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად მოსკოვის კაცს დაუჭირა მხარი - სტატიას ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა Deutsche Welle-ს ინგლისურენოვანი განყოფილება ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, საქართველოს პარლამენტმა საკამათო ფიგურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია, რაც თბილისში საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.


"დეპუტატებმა 98 ხმით 0 -ის წინააღმდეგ, ყოფილი შიგანაგ საქმეთა მინისტრის მხარდასაჭერა დააფიქსირეს, ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა’’-ნათქვამია სტატიაში.


როგორც გამოცემის ჟურნალისტი წერს, გახარია ივნისის ძალადობრივი შეტევების მთავარ არქიტექტორად მიიჩნევა, აქციების გამომწვევი მიზეზი კი მაშინ, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის ვიზიტი გახდა.


Deutsche Welle წერს იმასაც, რომ გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას "რუსეთის კაცობის’’ შესახებ გავრცელებული ბრალდებების უარყოფა სცადა იმით, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.

 

გახარიას პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ეხმაურება Deutsche Welle-ს გერმანულენოვანი განყოფილებაც. ჟურნალისტი აღნიშნავს რომ, Lufthansa-ს ყოფილი მენეჯერი გახარია მის წინამორბედ ბახტაძეს მსგავსად მილიარდერ ივანიშვილის ერდგულ ადამიანებად ითვლებიან.