მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზამ" უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა

60c9d2c2ea3e2
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.21 16:50
350
საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წევრებმა სამხრეთ კავკასიის რკინიგზების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხო თბილისი-ერევანი-თბილისის მიმართულებით განახლებულ რეისს. მხარეებმა სატვირთო გადაზიდვები, სატარიფო პოლიტიკა და დოკუმენტაციის ელექტრონული გაცვლის სისტემები განიხილეს. ასევე სასაზღვრო სადგურზე მატარებლების მიღება-გადაცემის საკითხების გაუმჯობესებასა და საკონტეინერო ბლოკ მატარებლების ორგანიზების ტექნოლოგიის ახალ რედაქციაზე იმსჯელეს“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს ხელი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მოაწერა.
(NS)