მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზა" 20 და 21 მარტს თბილისი-ბათუმი-თბილისის ორ რეისს ამატებს

6050b3c146793
ინგა მურუსიძე
16.03.21 17:33
427
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 20 და 21 მარტს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს.

როგორც BM.GE-ს „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, დამატებითი მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავა შაბათ დილას, ხოლო უკან თბილისის მიმართულებით დაბრუნდება კვირას.

„აქვე შეგახსენებთ კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არა აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. "საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს ყველა ზემოაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია რკინიგზის მიმართვაში.