1 თებერვლიდან საქართველოში სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების გახსნა იგეგმება, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნება ქვეყანა უცხოელი ტურისტებისთვის და ასევე, როდიდან მიეცემათ მუშაობის უფლება რესტორნებს და სასტუმროებს კურორტებზე. შექმნილ გაურკვეველ ვითარებაზე BMG-სთან რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის თავმჯდომარემ შალვა ალავერდაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს „ნადირობა მიდის“ ყველა ტურისტზე და ქვეყნებიც ცდილობენ კარი გაუხსნან დაინტერესებულ ადამიანებს. როგორც მან აღნიშნა, თუკი კარს არ გავუღებთ ტურისტებს, ვაქცინირებული ადამიანები წავლენ იმ ქვეყანაში, სადაც უკეთეს პირობებსა და შეთავაზებებს მიიღებენ.
„ამ დროს საქართველოს სძინავს და ეს ძილი უნდა დამთავრდეს უკვე. ზღვარს გადავაბიჯეთ. სასწრაფოდ გვჭირდება კონკრეტული გეგმა, როგორ და რანაირად აღვადგინოთ მკვდარი სექტორი,“ - აღნიშნა ალავერდაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ და დასძინა, რომ დღეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი უნდა საუბრობდეს გეგმაზე, დღესასწაულების მიხედვით უნდა იყოს გაწერილი გრაფიკი, როდის რომელი ქვეყნიდან უნდა ჩამოვიყვანოთ ტურისტები.
„ეს ადამიანები უნდა ჩამოვიყვანოთ ჩარტერებით და არა სრულად გახსნილი საზღვრებით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება ჩვენ არ დაგვბრალდეს. ჩვენი პარტნიორები ამისთვის მზად არიან, რომ ითანამშრომლონ იმ პირობებით, რაც ჩვენ გვინდა და ამაში ფული გადაიხადონ. მოგვეცით საშუალება ჩვენ შემოვიტანოთ ფული ქვეყანაში, იმისათვის, რომ სახელმწიფოს ჩინოვნიკებმა ხელფასები აიღონ. მოგვეცით საშუალება ვიმუშაოთ და ფული ვაკეთოთ ჩვენით. არანაირი სუბსიდირება აღარ გვინდა, პირიქით აქეთ შევიტანთ ბიუჯეტში ფულს", - განაცხადა ალავერდაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?