მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს თანაინვესტირების ფონდი" წელს ორი დიდი პროექტის დასრულებას აანონსებს

5e4941f06ec53
ნუცა ბაზლიძე
16.02.20 19:00
3169
„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ 2020 წელს ორი დიდი პროექტის დასრულებას აანონსებს. აღნიშნული პროექტების შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, პირველი მათგანია „აქსის თაუერსი“, რომელიც დაახლოებით 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

„მგონია, რომ ამით ქალაქს წლის ბოლოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შენობა შეემატება“, - აღნიშნავს ცოტნე ებრალიძე.

ამ ეტაპზე, „აქსის თაუერსში“ სავაჭრო და საოფისე ფართების, ასევე პარკინგის ნაწილი ფუნქციონირებს, საცხოვრებლები კი დასრულებულია. ცოტნე ებრალიძის განმარტებით, წელს ამ მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმრო გაიხსნება.

რაც შეეხება მეორე პროექტს, „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ეს თავისუფლების მოედანზე მშენებარე სასტუმროა, რომელიც luxury collection-ის ბრენდის ქვეშ გაიხსნება. მისივე ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.

„ქალაქს შეემატება სასტუმრო, რა დონისაც აქამდე არ ყოფილა და ყოველი შემთხვევისთვის, უახლოეს მომავალშიც არ იგეგმება“, - აცხადებს ებრალიძე.

ცნობისთვის, აღნიშნული სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 110 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.