მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ტურისტული პოტენციალის 30% აქვს ათვისებული" - რა მიმართულებები უნდა განვითარდეს?

63654d487cfc2
ალა ისპირიანი
04.11.22 21:35
1205
Hospitality Projects-ის დამფუძნებლის ვალერი ჩეხერიას განცხადებით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის მხოლოდ 30% აქვს ათვისებული.

მან გადაცემა #BMGDRIVE -ში განაცხადა, რომ ქვეყანაში მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვაა საჭირო, რისთვისაც საქართველოში სამკურნალო და გასტრონომიული ტურიზმის განვითარების აუცილებლობა დგას.

„მგონია, რომ საქართველოს ტურიზმის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს და ტურიზმის პოტენციალის ალბათ, მხოლოდ 30% გვაქვს ათვისებული. ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს Spa-ის მიმართულებაა. დღეს ეს ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადია. ეს სფერო ჩვენთან ფაქტობრივად აუთვისებელია. ამის განსახორციელებლად უნდა დავიწყოთ კვლევებით, ამას რა პლუსები და მინუსები აქვს. უნდა მოვიზიდოთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ამ სფეროში ძალიან ძლიერები არიან და გამოცდილება სხვა და სხვა ქვეყნებიდან აქვთ მიღებული. უნდა შევისწავლოთ ეს მიმართულება, მარკეტინგულად შევფუთოთ და გავყიდოთ.

მეორე არის გასტრონომია, რადგან ქართული სამზარეულო მაქსიმალურად პოპულარული გახდა, მაგრამ უმეტესად სადაც მიდიხარ ერთი და იგივე მენიუა. არა და გასტრონომიის და კულინარიის ძალიან დიდი ისტორია გვაქვს. ყველა კუთხეს თავისი გამორჩეული კერძი აქვს. დღეს ჩვენი ღვინის ფასი კონკურენტუნარიანი არ არის. გასტრონომია არ არის განვითარებული. მიმაჩნია, რომ გასტრონომია, ღვინის და სოფლის მეურნეობის მიმართულებები არის ის, რაზეც ვერ ვართ იმ მოწოდების სიმაღლეზე, სადაც უნდა ვიყოთ. დღეს ჩვენი ღვინის ფასი კონკურენტუნარიანი არ არის. უნდა მივაღწიოთ, რომ მასიური ტურიზმი შემოვიყვანოთ ქვეყანაში, რასაც მაღალმხარჯველიანი ტურისტი მოჰყვება“, - ამბობს Hospitality Projects-ის დამფუძნებელი ვალერი ჩეხერია.