მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" ბორდის ხელმძღვანელად შალვა ალავერდაშვილი აირჩიეს

5ed22bbe629c7
BM.GE
30.05.20 13:46
1255
"საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" ბორდის ხელმძღვანელად შალვა ალავერდაშვილი აირჩიეს. ალავერდაშვილი საქართველოს სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის - Horeka Georgia-ს დამფუძნებელია.

“დარწმუნებული ვართ ალიანსის საქმიანობა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება”,- წერია ალიანსის ოფიციალურ გვერდზე.

ტურიზმის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების გაერთიანების, „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის (GTIA)" , მიზანია, შეამციროს პანდემიის გავლენა სექტორზე, გაუწიოს ადვოკატირება პოლიტიკის რეფორმებს და დაუჭიროს მხარი ბიზნეს-მეგობრული გარემოს განვითარებას, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგის გზით. მისი ძირითადი სამომავლო მიზანი ტურიზმის მდგრადი და სტაბილური განვითარებაა.

ალიანსი მაისში შეიქმნა.