მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ვაქცინასთან დაკავშირებით მკაცრი წესები აქვს" - პაატა იმნაძე

603e9dcc584c4
თამთა ჯიჯავაძე
03.03.21 00:17
2066
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოს ვაქცინა ჯერ არ მიუღია.

როგორც მან განაცხადა, საქართველოს ვაქცინასთან დაკავშირებით მკაცრი წესები აქვს.

„ჩვენ ველოდებით დასავლურ ვაქცინას, ძალიან მკაცრი წესები გვაქვს, ყველა ვაქცინა, რომელიც შემოვა უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან ასევე უნგრეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანამ, რომელიც ევროკავშირის წევრია, შეცვალა მკაცრი კანონები და მიიღო ჩინური და რუსული ვაქცინები.

ხოლო კითხვაზე, იყო თუ არა ისეთი პირობა, რაც ვაქცინების მწარმოებელ „ფაიზერს“ საქართველომ ვერ შეუსრულა, იმნაძემ აღნიშნა, რომ ეს ტყუილია.

„ქართულმა მხარემ კანონმდებლობა შეცვალა, კანონში ჩაიწერა ის, რაც „ფაიზერს“ უნდოდა“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, საქართველოში „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს ელოდებიან. როგორც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანამ მარტის ბოლომდე უნდა მიიღოს.