მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს წარმატება თქვენზეა დამოკიდებული" - ბუცხრიკიძე Forbes Under 30-ის მონაწილეებს

627bfa6c95a38
BM.GE
11.05.22 22:40
808
ვახტანგ ბუცხრიკიძემ Forbes Georgia-ს ახალგაზრდული სამიტზე, Forbes Under 30-ის მონაწილეებს მიმართა. თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა პროექტში მონაწილეობა თითოეულ მონაწილეს მიულოცა, რადგან მისი მოსაზრებით, ეს უკვე დიდი წარმატებაა.

"გამოვედი ამ ასაკიდან და ვეღარ ვიღებ მონაწილეობას მაგრამ, თიბისის წელს 30 წელი უსრულდება, აქედან გამომდინარე კორპორაციულად, როგორც მოქალაქე ჩვენ კიდევ ამ ასაკში ვართ.

მინდა ერთი ისტორია მოვყვე. 1996 წელი იყო, ძალიან პატარა ბანკი ვიყავით, ჩვენზე დიდი ალბათ 50 ბანკი მაინც იყო. როგორც ახლა თქვენ აკეთებთ მაგარ რაღაცებს, ჩვენც გვინდოდა მაგარი რაღაცების კეთება. სურვილი გვქონდა. პირველი ინსტიტუტი EBRD იყო, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა, გვითხრეს 3 მლნ დოლარს მოგვცემდნენ. ეს ჩვენთვის 96 წელს გრანდიოზულად დიდი თანხა იყო, რადგან მაშინ ამდენი კაპიტალიც არ გვქონდა. იმის მერე მილიარდები გვაქვს მიღებული, მაგრამ არ დამავიწყდება ის ადამიანი. 26 წელი გავიდა, მაგრამ პირველი მაინც მნიშვნელოვანია. ის ადამიანი გვენდო და ახალგაზრდების ენერგია დაინახა. ამ ნდობამ მერე უამრავი წარმატება გამოიწვია, რასაც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ.

ამით იმის თქმა მინდა, რომ თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ხართ დაბადებულები. თქვენ არ გაქვს ცუდი ისტორია, რომელიც მე და ჩემს მეგობრებს საბჭოთა კავშირიდან მოგვყვება. მჯერა, რომ მომავალი თქვენს ხელშია და საქართველოს წარმატება თქვენზეა დამოკიდებული. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, რადგან მონაწილეობის მიღება უკვე დიდი წარმატებაა", - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულების სია ცნობილია. ჟიურიმ გამარჯვებულები ხუთ კატეგორიაში გამოავლინა.