ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შიოლაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაახლოებით 200 000 ავტომობილი გადაადგილდება, რომლებსაც ტექინსპექტრება გავლილი არ აქვთ. შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომ საგზაო შემთხვევების უდიდესი წილი, სწორედ გაუმართავ ავტომობილებზე მოდის.
“განსაკუთრებით დიდია პრობლემა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმართულებით, რომლებიც გაუმართავია და სტატისტიკურად, მხოლოდ 20%-ს აქვს გავლილი ტექინსპექტირება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში კანონის აღსრულება გამკაცრდეს.
ხოლო იმისათვის, რომ თავად ტექინსპექტირების რეფორმა იყოს ეფექტური, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მოვიცვათ ის ავტოპაკი, რაც ქვეყანაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი 90% და კიდევ მეტი ავტომობილებისა, რომლებიც გადაადგილდებიან გზებზე, არ გაივლიან ტექინსპექტირებას, ჩვენ რეალურ/ხელშესახებ შედეგს ვერ მივიღებთ,” - ამის შესახებ, გიორგი შიოლაშვილმა გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა.
მისივე თქმით, დღეს მძღოლებს ურჩევნიათ ჯარიმები გადაიხადონ, ვიდრე ტექინსპექტირება გაიარონ. გარდა ამისა, შიოლაშვილი მანკიერი პრაქტიკის დანერგვაზეც საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ხშირად ავტომობილის მფლობელები, ნაწილებს ქირაობენ, გადიან ტექინსპექტირებას და შემდეგ უკან აბრუნებენ.
ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1.5 მლნ-ია, სიდანაც აქტიური 1 მლნ-მდე ავტომობილია. მათგან ინსპექტირება 750 ათასს აქვს გავლილი, გზებზე კი სავარაუდოდ 200 ათასამდე დახარვეზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება.
ინფორმაციისთვის, ინსპექტირების გავლის გარეშე ავტომობილის მართვისთვის ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის 200 ლარი. თუმცა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ჯარიმის მოცულობა განმეორების შემთხვევაში გასამმაგდება და 50-ის ნაცვლად 150 ლარით განისაზღვრება. ცვლილებებს პარლამენტი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი