05.მარტი .2021 23:32

"საქართველოში ანტივაქსერების რაოდენობა არ არის დიდი" - ჯანდაცვის მინისტრი

"საქართველოში ანტივაქსერების რაოდენობა არ არის დიდი" - ჯანდაცვის მინისტრი
views 618
უკან

აგვისტოს ბოლო, სექტემბერი იქნება ის პერიოდი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ავცრათ ყველაზე ნაკლები რისკის მატარებელი მოქალაქეები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრმა ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება მასშტაბური შემეცნებითი კამპანია, რომლის დაწყებაც სამშაბათს იგეგმება.

„ჩვენ ჩვენი პლატფორმის საშუალებით გვაქვს ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად საკომუნიკაციო სტრატეგიაზე , რომელიც რა თქმა უნდა, მზად არის. უბრალოდ ჩვენ ველოდებოდით იმ სარწმუნო თარიღს, როდესაც შეგვეძლება თავისუფლად დავიწყოთ კამპანია. ამას აქვს თავისი გეგმა-გრაფიკი, როდესაც ის პიკურ პერიოდში აღწევს თავის ეფექტურობას და აქვს ასევე თავისი მოსამზადებელი ფაზა. ვთვლით, რომ სამშაბათიდან უკვე მზად ვართ დავიწყოთ ის საინფორმაციო კამპანია, რომელიც ხელს შეუწყობს გააძლიეროს მოქალაქეების რწმენა იმ საჭიროებაზე, რასაც წარმოადგენს დღეს ვაქცინაცია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში ანტივაქსერების რაოდენობა არ არის დიდი, -„მშობლები როგორც წესი ძალიან კარგად იცავენ ბავშვების აცრების კალენდარს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ასეთივე პასუხისმგელობით მოეკიდებიან მათი მშობლების დარწმუნებას იმაში, რომ მნიშვნელოვანია, რომ აიცრან ისინი. ასევე მათი მეზობელების და ნათესავების დარწმუნებას, რომლებიც არიან ქრონიკული დაავადების მატარებლები და მაღალი რისკჯგუფის მქონე ადამიანები“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა