მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ჩამოსვლაზე მოთხოვნა არ არის" - რას უკავშირდება შემცირებული მოთხოვნა?

6093e94349e5a
ინგა მურუსიძე
07.05.21 09:40
1003
ტურისტული კომპანია PEGAS Touristik Georgia-ის კომერციული დირექტორის სალომე ბერაიას თქმით, საქართველოში შემოსვლაზე ამ ეტაპზე ინტერესი არ არის, რადგან ქვეყანაში შეზღუდვებია დაწესებული, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-ის შემდეგ.

როგორც ბერაიამ bm.ge-ს უთხრა, როცა შეზღუდვები მოიხსნება, ტურისტული კომპანიაც გააქტიურდება.

"ჩვენი კომპანია ტურისტების შემოყვანაზეც მუშაობს. აქამდე ვიღებდით ტურისტებს რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თუმცა ჯერჯერობით მოთხოვნა არ გვაქვს. თუ კონკრეტული ძვრები იქნება, ამაშიც გავაქტიურდებით. კომენდანტის საათი, შაბათ-კვირას დახურული რესტორნები ძალიან ხელისშემშლელია", - განაცხადა მან.

სალომე ბერაიას მაგალითად მოყავს ინფო-ტურები, რომლის ჩატარებაც საქართველოში შეზღუდვების გამო ვერ ხერხდება.

"დარწმუნებული ვარ, შეზღუდვები მოიხსნება და როგორც კი ნაბიჯები გადაიდგმება, აუცილებლად გავაქტიურდებით ამ მიმართულებითაც. ახლა მაგალითად, ჩვენი კოლეგები სომხეთში ინფო-ტურებს ატარებენ, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, რადგან კომენდანტის საათია, რესტორნები შაბათ-კვირას არ არის, რესტორნები ზოგი დაკეტილია, ზოგი სეზონის გახსნას ელოდება, მთლიანობაში, ბევრი პრობლემაა", - განმარტა ბერაიამ.