მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში დიდი პოლიტიკური დაძაბულობა იყო, მნიშვნელოვანია, მოიძებნოს გამოსავალი" - სტოლტენბერგი

60520cd9925de
ინგა მურუსიძე
17.03.21 17:59
822
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ საქართველოში დიდი პოლიტიკური დაძაბულობა იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, მოიძებნოს გამოსავალი და საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დამშვიდდეს.

როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, საქართველოში რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

“NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება რამდენიმე ძირითად ღირებულებას, კანონის უზენაესობა, ადამიანის თავისუფლებები, დემოკრატია და რა თქმა უნდა ეს ღირებულებები ასეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი მოკავშირეებისთვისაც. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რეფორმების დანერგვას უკავშირდება. რეფორმებს არამხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არამედ სასამართლო და სხვა მიმართულებებითაც.

NATO და მისი მოკავშირეები არაერთი წელია მიესალმებიან ამ ძალისხმევას. ეს არის ამასთანავე მიზეზი, რის გამოც მოკავშირეები გამოხატავენ შეშფოთებას, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა განვითარებაც მათ საქართველოში იხილეს. მათ შორისაა მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების საკითხიც. ჩვენ გვინდა ვიხილოთ ამ სირთულეების და დაპირისპირების გადაჭრა. გვსურს, რომ იყოს გამონახული გზა, რომლითაც საქართველო გააგრძელებს რეფორმების იმპლემენტაციას და თქვენს დემოკრატიას ეყოლება ფუნქციონირებადი პარლამენტი.

ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ მედიაციის პროცესს, რომელიც ევროკავშირის ლიდერობით მიმდინარეობს. მე და ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ეს საკითხი დღეს ჩვენს შეხვედრაზეც განვიხილეთ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორები ბატონ ირაკლისთან მომდევნო შეხვედრებზეც გაამახვილებენ ამ საკითხებზე ყურადღებას,” - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან უკვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მხრიდან მედიაციის გაგრძელებას ნატო აქტიურად უჭერს მხარს.

პარალალურად, თბილისში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის დიალოგი მიმდინარეობს.