28.აპრილი .2020 15:02

"საქართველოში პიკი არ გვქონია და მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება"

views 352
უკან

საქართველოში პიკი არ გვქონია და მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ არ შეიძლება ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზარდოს. ჩვენ მუმდმივად ვართ მოლოდინში, რომ შეიძლება გარკვეული პიკური მაჩვენებელი დადგეს, თუმცა ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში და ის მობილიზაცია, რომელიც გვაქვს საკარანტინო ზონებში გაკეთებული, საკმარისია, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მედია დაინტერესდა, მედიკოსების მხრივ როგორი მდგომარეობაა და შეიძლება თუ არა დეფიციტი გაჩნდეს იმ ფონზე, როცა დღეს ბოლნისში 5 ექიმი დაინფიცირდა.

„ექიმებს რაც შეეხება, უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილებზე და ეს არის აღსანიშნავი. გარდა ამისა, ჩვენს ექიმებს უტარდებათ ისეთი ტრენინგები, რომელიც ეხება პირადი საშუალებების სწორ გამოყენებას, ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ამ პროტოკოლს და დეტალურად ვიკვლევთ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება. ექიმების დეფიციტი ამ ეტაპზე არ დგას, რადგან ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ სტრატეგიულად მოვახდინოთ ექიმების გადანაწილება, შესაბამისად, იმ რეგიონში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, ეს დეფიციტი არ არის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა