მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში წერტილი უნდა დაესვას საბჭოთა კავშირს" - თენგიზ შერგელაშვილი

640315b9af5c0
ალა ისპირიანი
05.03.23 12:07
663
"საქართველოში წერტილი უნდა დაესვას საბჭოთა კავშირს,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილის წამყვანის კითხვის საპასუხოდ თქვა.

კითხვა ასევე დაისვა, თუ რა სჭირდება ქვეყანას სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, რაზეც მისი პასუხი იყო, ევროპასთან ინტეგრაცია.

„სამწუხაროდ წინა და ახლანდელი ხელისუფლებაც ეკონომიკას და სოციალურ სისტემებს, აღიქვამს როგორც კამპანიების და პროექტების ერთობლიობას, სინამდვილეში ჩვენ ბევრი სისტემა გვაქვს შესაქმნელი - დაწყებული ურბანული განვითარების კარკასით, სოციალური სისტემებით და ა.შ. ასევე ის, რომ მშპ-ის ზრდა, არ არის მთავარი და განვითარებაა საჭირო, რასაც სხვა სექტორული და გეოგრაფიული ფოკუსები სჭირდება. ეს ყველაფერი იმ პირობებში შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც გვექნება თანამშრომლური რეჟიმი ჯანსაღ სახელმწიფოთა ოჯახში.

ჩვენ თუ აქედან ამოვარდით და სხვა გაურკვევლობაში მოვხვდით... არის სახელმწიფო, რომელსაც ბევრი და რაღაც რესურსი აქვს და ისინი თავის თავს ავტორიტარიზმისა და იზოლაციონიზმის უფლებას აძლევენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ერთადერთი რესურსი არის გახსნილი, მოდერნიზებული, დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფო და ევროპასთან ინტეგრაცია“, - თქვა მან.