მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ხანდაზმულების ვაქცინაცია მაისში დაიწყება" - მინისტრის მოადგილე

6042791cc788d
თამთა ჯიჯავაძე
05.03.21 22:28
649
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ხანდაზმულების ვაქცინაცია მაისში იქნება შესაძლებელი.

როგორც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, სწორედ ამ პერიოდისთვის ელოდება ქვეყანა დამატებით „ასტრაზენეკას“ და „ნოვავაქსის“ ვაქცინებს.

„ჩვენ უკვე მაისში გვექნება იმის საშუალება, რომ ხანდაზმულებზეც განვავრცოთ ეს პროგრამა. მაის-ივნისში „ასტრაზენეკას“ მოწოდება დამატებით მოხდება და ამას დაემატება „ნოვავაქსიც“. გეგმის თანახმად ამ ჯგუფების აცრის გაფართოება ისედაც თავიდანვე მეორე კვარტლის ბოლოს და მესამე კვარტალში იყო განსაზღვრული.

მესამე და მეოთხე კვარტალი არის უკვე ფართო ვაქცინაიცა. ამდენად გეგმას ჩვენ ჩამოვრჩებით ორი კვირით, რომელიც „ფაიზერის“ დაგვიანებამ გამოიწვია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, დღესვე გაბუნიამ განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა 22 მარტის კვირაში მიიღებს.