მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოსთვის“ საწვავის გაიაფებისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს

622899d091210
ინგა მურუსიძე
09.03.22 17:32
1091
პარტია „საქართველოსთვის“ ქვეყანაში საწვავის ფასის შემცირებისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმის ინიაციატივით გამოდის. ითხოვს. დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა, თანაპარტიელებთან ერთად, დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს საკითხზე ჯერ თემატური მოკვლევის ჩატარებისკენ, შემდეგ კი გამოსავლის ძიებისკენ მოუწოდა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, წერილს 20 ათასი მოქალაქის ხელმოწერა აქვს.

„ძალიან კარგად მოგეხსენებათ საწვავის ფასებთან დაკავშირებული ვითარება. ვფიქრობთ, უნდა ჩატარდეს თემატური მოკვლევა საკითხზე, თუ რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ საწვავის ფასების ნორმალიზაცია მოხდეს. ნორმალიზაციაში იგულისხმება სამომავლო ზრდის თავიდან აცილება ან არსებული ნიშნულის შემცირება.

ეს არის პროდუქცია, რაც ყველაფრის ფასზე ახდენს გავლენას. შესაძლოა, გამოსავალი იყოს აქციზის ინდექსაციის საკითხი, ან აქციზის გადასახადის შემცირება, ან ალტენრატიულ საწვავაზე ფასის შემცირება. იქნებ ამ საკითხზე თემატური მოკვლევა დავიწყოთ და სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს გამოსავლის ძიება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

თავის მხრივ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ბექა ლილუაშვილს უპასუხა, რომ პირველ რიგში, საჭიროა ამ საკითხზე შეხვედრა და მსჯელობა.