მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოსთვის" პარლამენტს საწვავზე ფასზე მოკვლევის დაწყებას სთავაზობს

61fd41c936b07
მარიამ ვარადაშვილი
04.02.22 19:12
744
პარტია “საქართველოსთვის” პარლამენტის ორ კომიტეტს მიმართავს საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევა დაიწყოს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

“საწვავის ფასები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. პარტია “საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდი, მოქალაქეთა 150 ათას წევრზე მეტი შემადგენლობის საინიციატივო ჯგუფთან ერთად - „არა საწვავის ფასებს“, მივმართავთ როგორც საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებს, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს ერთობლივი თემატური მოკვლევის დაწყება საწვავის ფასების ზრდის მიზეზებისა და ფასების ზრდის შემაკავებელი შესაძლო ღონისძიებების დადგენის თაობაზე.

იმედი გვაქვს, პარლამენტი დროულად განიხილავს ჩვენს ინიციატივებს. აქვე, მოვუწოდებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას და მიიღონ მონაწილეობა პროცესში“ - ამბობს ლილუაშვილი.

რამდენი ლარი ეღირება საწვავი დღგ-ს და აქციზის გადასახადის გარეშე