ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკებმა შედარებით მსუბუქი პაციენტები კოვიდ-სასტუმროებში უნდა გადაანაწილონ და სასუნთქი აპარატები, ჟანგბადით უზრუნველყოფილ საწოლებთან ერთად მძიმე პაციენტებისთვის უნდა გამოიყენონ.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა მან კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ჩართულობით, ორჯერ შედგა.
„ჩვენ დღესაც და შაბათსაც (14 ნოემბერს) გვქონდა შეხვედრა კლინიკურ სექტორთან, სადაც ვისაუბრეთ კლინიკურ სექტორში სასუნთქი აპარატების ეფექტურ მენეჯმენტზე. ქვეყანაში გვყავს 257 პაციენტი, რომელსაც სასუნთქი აპარატი ესაჭიროება, გარდა ამისა, გვყავს 900-ზე მეტი მძიმე პაციენტი, რომელთაც ესაჭიროებათ და არიან ჟანგბადდამოკიდებულები, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და კლინიკებს შეუძლიათ, ისინი კოვიდ-სასტუმროებში გადაანაწილონ.
აქ საქმე გვაქვს არაეფექტურ მართვასთან, რაზეც ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები, შევჯერდით ამ საკითხებზე და კლინიკები გააუმჯობესებენ მენეჯმენტს, რითაც სასუნთქი აპარატები და ჟანგბადის საწოლები მობილიზებული იქნება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ის ესაჭიროებათ. დღეისთვის მობილიზებულია 1040 სასუნთქი აპარატი და 3400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი. კოლაფსი ამ კუთხით არ გვაქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, დამატებითი სასუნთქი აპარატები შეძენილია და როგორც კი ჩამოვა, კლინიკებში გადანაწილდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო