„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის შეფასებით, ქვეყანაში მაღალი სანდოობის მქონე სასამართლო სისტემის შექმნა ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგანაც დამოუკიდებელი სასამართლო თავისმხრივ საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდიდა. BMG Drive-ში სტუმრობისას კეპულაძემ ხელისუფლებას ამ მიმართულებით რეალური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა.
„უნდა გამოვიყენოთ ის კონკურენტული უპირატესობები, რაც ჩვენს ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. უნდა აღმოვაჩინოთ სუსტი მიმართულებები და განვავითაროთ. ეს შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც პრობლემაა თუნდაც ინვესტიციების თვალსაზრისით, როგორც შიდა ბიზნესისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელიც სამწუხაროდ ვერ შევქმენით და ვერ მოვახერხეთ, რომ მას ჰქონდეს მაღალი სანდოობაა მოქალაქეების და უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ჩვენს რეგიონში ყველა ქვეყნისთვის ეს გამოწვევაა, რაც როგორც წესი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პრობლემებს ქმნის.
ხელისუფლებისთვის ეს უნდა იყოს გამოწვევა, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, სანდო სასამართლო ინსტიტუტის არსებობა. უნდა შევქმნათ პრეცენდენტი, რომ ჩვენთან დამოუკიდებელი სასამართლოა, სადაც არსებობენ დამოუკიდებელი მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკური კონიუნქტურის, არამედ იმის გათვალისწინებით მიიღებენ თუ რა არის რეალურად კანონიერი.
შეიძლება მოგვეჩვენოს რომ ვაქცინაცია და სასამართლო შეიძლება ეკონომიკასთან ნაკლებად კავშირშია, მაგრამ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხაზი დამოუკიდებელ სასამართლოზე და განათლებაზე გადის“, - განმარტა გიორგი კეპულაძემ.
გადაცემაში მან ასევე ეკონომიკის აღდგენის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ ის კონკურენტული უპირატესობა, რაც მას ამ დროს ჰქონდა როგორც პატარა ქვეყანას ხელიდან გაუშვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი