მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასამართლო სისტემის პრობლემა თუ არ დაიძლია, ბიზნესგარემოზე საუბარი შეუძლებელი იქნება" - ლექსო ალექსიშვილი

63e8a4b411fb9
BM.GE
13.02.23 09:30
1035
“ქვეყანაში თუ სასამართლო სისტემის პრობლემა და ადმინისტრაციული ინსტიტუტების გაუმჯობესება არ დაიძლია, ბიზნესგარემოზე საუბარი შეუძლებელი იქნება.” - ამის შესახებ გადაცემაში “ანალიტიკაში” საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების შემოსვლამდე რიგი პრობლემებია, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

“2021 წლის მესამე კვარტლიდან მოყოლებული ბიზნესების მხრიდან საქართველოში ბიზნეს გარემო პოზიტიურადაა შეფასებული. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, ერთი მხრივ ის, რომ პოსტპანდემიურ ვითარებაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა მეტნაკლებად შენარჩუნებულია, ლარის კურსიც დასტაბილურებულია.

ყველა ეს კომპონენტი ადგილზეა. მაგრამ, მათივე მხრიდან ჩვენ იმ გამოწვევების შეფასებას ვხედავთ, რომელიც საქართველოშია. მათ შორის, ერთ-ერთი სასამართლო სისტემა და ადმინისტრაციული ინსტიტუტებია. ის, რომ ეს სისტემები მოთხოვნებს ვერ პასუხობს - საელჩოში ამაზე საუბრობენ. ეს პრობლემა, განსაკუთრებით სამოქალაქო და ბიზნეს დავებთან დაკავშირებით დგას. როდესაც უცხოელი ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტიცია ჩადოს ის აბსოლუტურად ყველაფერს კითხულობს”, - განმარტა მან.

ალექსიშვილის თქმითვე, ქვეყანამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველოში ისეთი ბაზა შეიქმნას, რომელიც ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულს შესაძლებლობას მისცემს ბიზნესი გააკეთოს. “საქართველომ დამატებითი ღირებულება უნდა შექმნას იმ ტრანზიტით, რომელსაც ის საგარეო ვაჭრობიდან და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე განახორციელებს. იქნება ეს ელექტროენერგეტიკა, ვაჭრობა, კომუნიკაცია თუ ფინანსური სერვისების მიწოდების სფერო.” - აღნიშნა ალექსიშვილმა.