სასტუმრო Pullman ბიზნეს ტურიზმზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ BM.GE-ის დეველოპერულ კომპანია აქსისში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, PULLMAN -ის სასტუმროში 226 ნომერია და ადგილზე 300 ადამიანი დასაქმდება.
„აქსის თაუერსის შავ, ანუ მინის კოშკში განთავსებული Pullman-ი ათვლას მე-19 სართულიდან იწყებს ორიენტირებულია ბიზნეს ტურიზმზე. პულმანის სხვა სასტუმროებიდან მას გამოარჩევს არა მხოლოდ დიზაინი და სხვა აუცილებელი მონაცემების უმაღლესი სტანდარტები, არამედ ტევადი და სრულად ინფრასტრუქტურირებული საკონფერენციო დარბაზები და სხვა სამუშაო სივრცეები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმების ორგანიზებას.
შავ კოშკში ასევე განთავსდება 25-მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი მინის სახურავით, sky ბარი 147 მეტრზე 360- გრადუსიანი ხედებით. ამ მაღალი კლასის სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნეს-ტურიზმის განვითარებას“, - უთხრეს bm.ge-ში აქსისში.
როდის გაიხსნება სასტუმრო და რამდენია მისი საინვესტიციო ღირებულება, ამას დეველოპერულ კომპანიაში ჯერ არ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ “Pullman”-ში უკვე დაინიშნა გენერალური მენეჯერი ანტუან ლუგენოტი, რომელიც საქართველოში სპეციალურად არის მოწვეული. მას "აკორ ჯგუფში" შემავალ მაღალი კლასის სასტუმროების მართვის 29-წლიანი გამოცდილება აქვს. 10 სხვადასხვა ქვეყანაში ლუგენოტი სწორედ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.
ცნობისთვის, სასტუმრო „Pullman“ - Accor ჯგუფში შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, Accor Group, კი 50 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ფრანგული კომპანიაა, რომელიც 4 500 სასტუმროთი და 20-მდე ბრენდით მსოფლიოს 100 ქვეყანაშია წარმოდგენილი. Accor Group აერთიანებს მაღალი და პრემიუმ კლასის ისეთ სასტუმროებს, როგორებიცაა Pullman, Raffles, Fairmont, Sofitel, Novotel. ჯგუფის მფლობელობაშია ასევე საშუალო სეგმენტზე გათვლილი ბრენდებიც.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა