"სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ დატვირთულობა ძალიან დაბალია... ამ ეტაპზე მხოლოდ ქართველი სტუმრები გვყავს" - ამის შესახებ bm.ge-ს სასტუმროს მენეჯერმა კობა აბულაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ქართველი დამსვენებლების რაოდენობა თითქმის იგივეა, რაც გასული წლის ამ პერიოდში იყო, თუმცა გასულ წელს ამ დროს სასტუმროს ძალიან ბევრი უცხოელი დამსვენებელი ჰყავდა.
„ახლა დატვირთულობა არ არის, მით უმეტეს ისეთი, როგორიც გვინდა იყოს, 100%-ით საქართველო მოქალაქეები არიან ჩვენი სტუმრები. დატვირთვა დაბალია შექმნილი ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. პროცენტულად თუ შევადარებთ, ქართველი რამდენი იყო და წელს რამდენია, მაჩვენებელი იგივეა, თუმცა არ გვყავს უცხოელი სტუმრები, რომლებიც გასულ წელს ბევრი გვყავდა. რაღაც ჯავშნები უკვე არის სექტემბრის პერიოდში, რადგან უცხოელებიც, სავარაუდოდ, ლოდინის რეჟიმში არიან და თუ ავიარეისები დაიწყება, იმედი გვაქვს, აგვისტოს ჯავშნებიც უფრო ინტენსიურად წამოვა“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება ფასებს, როგორც სასტუმრო მენეჯერი ამბობს, ფასები საკმაოდ დაწეულია და სასტუმრო ქართველ დამსვენებლებს მასშტაბურ აქციებს სთავაზობს.
„20 ივნისს გავიხსენით აქციით და ახლაც ფასდაკლება გვაქვს. განსაკუთრებული სპეცფასები გვაქვს „თიბისი სტატუსის“, „სოლოს“, „არდის“ კლიენტებზე. ზოგადად, ფასები დაბალია გასულ წელთან შედარებით. მთლიანად ორიენტირებული ვართ საქართველოს მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე. ფასები დამოკიდებულია ნომრის კატეგორიაზე და კვებაზე, მაგრამ მაგალითად გეტყვით, რომ მიმდინარე აქციით, უიქენდზე ოჯახის დასვენება საუზმით ღირს 420 ლარი და ეს ფასი გასულ წელს ამ დროს თითქმის სამჯერ მეტი იყო“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება სასტუმროს თანამშრომლებს, „ბორჯომი-ლიკანს“ 200-მდე თანამშრომელი ჰყავს და არც ერთი მათგანი უსამსახუროდ არ დარჩენილა.
„ჩვენი თანაშრომლები პანდემიის დროს სახლში იყვნენ და ხელფასის ოდენობის 50%-იან კომპენსაციას იღებდნენ. ხოლო ივლისიდან სრული დატვირთვით მუშაობენ და ანაზღაურებასაც სრულად იღებენ“, - განმარტავს ის.
როგორც ცნობილია,“ბორჯომი-ლიკანი“ ერთხელ უკვე იყო აუქციონზე გატანილი და კვლავ იგეგმება, თუმცა სასტუმროს მმართველს ამ ეტაპზე ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი