საპარტნიორო ფონდის მმართველობაში მყოფი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“, რომელსაც შემცირებული გასაყიდი ფასის მიუხედავად ახალი მფლობელი ვერ გამოუჩნდა, მუშაობას დაბალი დატვირთვით განაგრძობს.
როგორც სასტუმროს მენეჯერი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, ზაფხულში სასტუმროს დატვირთულობა უფრო მაღალი იყო, თუმცა სეზონის მილევასთან ერთან დამსვენებლების რაოდენობაც შემცირდა.
„სასტუმრო 20 ივნისიდან ამოქმედდა და თუ პროპორციულად შევადარებთ, ივლისში უკეთესი დატვირთვა გვქონდა ვიდრე ივნისში, აგვისტოშიც კარგი დატვირთვა გვქონდა, ხოლო სექტემბერში მოთხოვნა დაეცა. მიუხედავად ამისა, დღეს სასტუმროს დაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არ გვიდგას და დანარჩენი საერთო ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. სასტუმრო ამ დროისთვის იმ შემოსავლებით მუშაობს, რაც ზაფხულის განმავლობაში მიიღო და სექტემბერშიც შემოსავლები გვაქვს, თუმცა - მცირე“, - განაცხადა კობა აბულაძემ.
„ბორჯომი-ლიკანის“ მენეჯერი აცხადებს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია მუშაობს გეგმაზე, როგორ მიიზიდოს სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბრის განმავლობაში ადგილობრივი დამსვენებელი.
„თუ ამ გეგმამ გაამართლა, არც კი ვიფიქრებთ სასტუმროს დახურვას, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ სასტუმროს დახურვის საკითხი არ გვიდგას. კონკრეტულად რა გეგმა გვაქვს, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მასზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს, თუმცა ეს იქნება პაკეტები, რომლითაც იმედი გვაქვს, მოვიზიდავთ დამსვენებლებს“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.
კითხვაზე - რა იქნება შემდეგ და როგორ აპირებს სასტუმრო ზამთარში მუშაობის გაგრძელებას, კობა აბულაძე აცხადებს, რომ არა თუ ზამთარი, არამედ ნოემბერიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სანამ კონკრეტულად არ გადაწყდება საერთაშორისო ფრენების აღდგენის საკითხი, მოლოდინებზე მათი მხრიდან საუბარი ნაადრევია.
„საერთაშორისო ტურისტების მიმართულებით ფიქრზე დროის ხარჯვას, ამ ეტაპზე, აზრი არ აქვს, რადგან მიგვაჩნია, რომ ახლა ამ პირობებში მკითხაობა გამოგვივა, ისევ ადგილობრივ ბაზარზე უნდა გავაკეთოთ გათვლები. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა დაკეტილია, გრძელვადიანი გეგმების დასახვა არ შეგვიძლია, შესაბამისად, აქცენტს ვაკეთებთ სექტემბერ-ნოემბერზე. თუმცა ნოემბერში ქვეყნის შიგნით არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ვიქნებით დამოკიდებული“, - უთხრა BM.GE-ის „ბორჯომი-ლიკანის“ მენეჯერმა და დასძინა, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენის შემთხვევაში სასტუმრო ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩდნება, რადგან დამსვენებელთა უმრავლესობას უცხოელი ტურისტები შეადგენენ.
„კოვიდ-მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენადაც არ უნდა დავგეგმოთ ზამთარი, რეალური იქნება თუ არა ჩვენი გეგმები ვერ ვიტყვით, ამიტომ დღეს ვმუშაობთ მხოლოდ შემოდგომაზე“, - აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი