მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სათამაშოებს ექსპორტზე გავიტანთ" - „ბამოს“ გეგმები

647745e519c83
ნანუკა ნარიმანიძე
06.06.23 10:00
701
სათამაშოების, ავეჯისა და არტ-დეკორის მწარმოებელი ბრენდი „ბამო“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ „ბამოს" დამფუძნებელმა თეკა ჯამაკაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

„წელს მიწვეულები ვიყავით გერმანიაში, სათამაშოების გამოფენაზე, მაგრამ სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, ვერ მივიღეთ მონაწილეობა; სამომავლოდ აუცილებლად გვსურს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება, რათა პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ, ქართულ ნაწარმს ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალი აქვს საერთაშორისო ბაზარზე“, - ამბობს ის.

ამასთან, სამომავლო გეგმებზე საუბრისას, "ბამოს" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ თბილისში ობიექტის გახსნა და მასტერკლასების ჩატარებას გეგმავს.

„სამომავლოდ, გვსურს ტურისტულ ზონაში ობიექტის გახსნა, რომელიც მაღაზიას და სახელოსნოს გააერთიანებს. იქ შევძლებთ მასტერკლასების ჩატარებას ბავშვებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის“, - დასძინა მან.

საფასო სეგმენტზე საუბრისას კი, თეკა ჯამაკაშვილი განმარტავს, რომ ფასები ქართველ მომხმარებელზეა მორგებული.

„ჩვენი პროდუქცია სამ კატეგორიად იყოფა - საბავშვო სათამაშოები, ავეჯი და არტ-დეკორი; მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ ქართველი მომხმარებელი. საბავშვო სეგმენტისთვის და ავეჯისთვის სტანდარტული ფასები გვაქვს, რაც შეეხება დეკორებს, ფასები 25 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის“, - ამბობს ის.

„ბამო“ საქართველოს ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. დამფუძნებელმა საწარმო გლდანშია, საკუთარ სახლში მოაწყო და 3 ადამიანს ასაქმებს; გაფართოებასთან ერთად იგეგმება გუნდის გაზრდაც. ბრენდი საჭირო ნედლეულს საქართველოს ბაზარზე ყიდულობს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია Food&Market-ში, „პეტიტ ბაზარში“, „გარდენია შევარდნაძეზე“, „სიესტაში“ და ბრენდის ონლაინპლატფორმებზე.